წესები და პირობები

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

საიტზე შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო, გადახდისას გამოჩნდება ველები, რომელთა შევსებისას ეს ინფორმაცია გადმოიგზავნება shentviton.ge-ს ადმინპანელში. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია shentviton.ge-ს მიერ.

პროდუქციის აღწერილობა

shentviton.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.

ფასები

ვებგვერდზე მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში. ფასები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ.

შეკვეთა

შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას ვებსაიტზევე. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

მიწოდების დეტალები

მიწოდება ხდება პროდუქციის შეძენიდან მაქსიმუმ 2 დღეში თბილისში და მაქსიმუმ 4 დღეში რეგიონებში. 

 

პროდუქციის შეკვეთის გაუქმება

shentviton.ge  ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:

ა) თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;

ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;

გ) პროდუქტი დაზიანებულია;

 * დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში.

თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი მზა პროდუქტი,  shentviton.ge თანახმაა, გადაცვალოს შეძენილი მზა პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ:

ა) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის ხელმეორედ ტრანსპორტირების საფასურს,

ბ)  ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება shentviton.ge-ს ონლაინმაღაზიაში.

გ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური  ნაშთი არ იძებნება shentviton.ge -ის ონლაინმაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

shentviton.ge არის ი.მ. პაატა შამუგიას მფლობელობაში. ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად 24 საათის განმავლობაში ღიაა info@shentviton.ge, ასევე სოციალური ქსელები, რომელიც საიტის footer-ში არის მოცემული. 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა: 

shentviton.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.